19 აპრილი 2024,   10:25
ვრცლად
გაუჩინარებული კიმ ჩენ ინი საჯაროდ გამოჩნდა - ის წონაში საგრძნობლად არის დაკლებული

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, დიდი ხნის შემდეგ პირველად, კამერების წინ გამოჩნდა - რამდენიმე დღის წინ ადგილობრივმა მედიამ პოლიტბიუროს შეხვედრისას გადაღებული კადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ კიმი წონაში საგრძნობლად არის დაკლებული. 

ცვლილება განსაკუთრებით თვალშისაცემია მაჯის საათის დამსახურებითაც - მისი ცნობილი შვეიცარიული საათი, რომელიც 15500 აშშ დოლარი ღირს, უფრო მჭიდროდ ჰქონდა შეკრული, ვიდრე ადრე. 

სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ წონაში კლება ჯანმრთელობის პრობლემებით იყოს გამოწვეული. მკვლევარები ამბობენ, რომ კიმის ჯანმრთელობა ქვეყნის მმართველი ძალისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. 

"ის წარმოადგენს მთელს რესპუბლიკას და მოსახლეობას," - ამბობს იონსეის უნივერსიტეტის მკვლევარი ბონგ იანგ-შიკი

37 წლის კიმ ჩენ ინმა ქვეყანა, მისი მამისა და პაპის მსგავსად, კიდევ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში უნდა მართოს. თუმცა ის ძალიან ბევრს ეწევა და ხშირად ეტანება ალკოჰოლს, რამაც ჯანმრთელობის პრობლემები შეუქმნა. 2014 წელს ის 40 დღით იყო გაუჩინარებული, არ დასწრებია მნიშვნელოვან საპარლამენტო სესიასაც, მოგვიანებით კი ყავარჯნით გამოჩნდა. 

ბონგის თქმით, ჰანოის სამიტზე 2019 წელს სამხრეთ კორეელმა სამედიცინო ექსპერტებმა შეძლეს კიმ ჩენ ინს უფრო ახლოდან დაკვირვებოდნენ და მათი დასკვნით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის სიცოცხლის წლები დათვლილია და ის მხოლოდ 52 წლამდე მიაღწევს. 

დღის ამბები