24 აპრილი 2024,   02:36
ვრცლად
ჩახუტების ერთი სეანსი 100 დოლარად - ამერიკელი გოგონას ისტორია, რომელიც ფულს საკმაოდ უცნაური მეთოდით გამოიმუშავებს

ამერიკის მოქალაქე კეილი სკოუპი პროფესიონალი "ჩამხუტებელია", რომელიც, ძირითადად, ფსიქოლოგიურად ტრავმირებულ ადამიანებთან მუშაობს და თითო სეანსში 100 დოლარს იღებს.

რა თქმა უნდა, ასეთი წამოწყება, შესაძლოა, ვინმესთვის გარკვეულ ინტიმურ თემებთან ასოცირდებოდეს, ამიტომ კეილის საკუთარი საკმაოდ მკაცრი წესდება აქვს შემუშავებული - წესები, რომლის დარღვევაც სეანსის დროს არ შეიძლება.

ჩახუტება, ძირითადად, პლატონურად მიმდინარეობს, არანაირი სექსუალური შეხება, კლიენტები ყოველთვის ჩაცმულები არიან.

მიუხედავად კარგად ჩამოყალიბებული სისტემისა, ქალს ბევრი უცნაური შეთავაზება აქვს.

"მიყვარს უცნაური შემოთავაზებები, ეს იმაზე მიანიშნებს, რომ კლიენტი მენდობა და ჩემთან პიროვნულად იხსნება," - ამბობს კეილი Mirror-თან მიცემულ ინტერვიუში.

ამჟამად, ახალგაზრდა გოგოს ბევრი სამომავლო გეგმა აქვს და ძალიან მოსწონს თავისი სამსახური, რომელიც ხალხის დახმარებას მოიცავს.

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები