18 აპრილი 2024,   07:34
ვრცლად
კორონავირუსის "მოსკოვური" შტამი - რუსეთის დედაქალაქში მომსახურების სფეროს წარმომადგენლებისთვის აცრა სავალდებულო გახდა

რუსეთში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა, ამის მიზეზი კი შესაძლოა, ახალი, "მოსკოვური" შტამი იყოს - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ვლადიმირ ბოლიბოკმა განაცხადა.

"მთავარი მიზეზი კორონავირუსის შემთხვვევების ზრდისა, დიდი ალბათობით შესაძლოა, იყოს ჩვენი, მოსკოვური შტამის გაჩენა," - აღნიშნავს ექიმი.

მოსკოვში მომსახურების სფეროში მომუშავეებისთვის აცრა სავალდებულო გახდა. როსპოტრებნადზორის განკარგულების მიხედვით,  ორგანიზაციებში მომუშავე თანამშრომლები, რომლებზეც გავრცელდება განკარგულება, ვაქცინის პირველი დოზით უნდა აიცრან. 15 ივლისამდე პირველი დოზით აცრილი თანამშრომლების რაოდენობა 60%-ს უნდა შეადგენდეს. ერთი თვის შემდეგ ამავე რაოდენობის თანამშრომლებმა ვაქცინის მეორე დოზაც უნდა მიიღონ.

სავალდებულო ვაქცინაცია შეეხება მომსახურების სფეროში დასაქმებულ პირებს, მათ შორის, სილამაზის სალონში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის და ტაქსის მძღოლებს, განათლების სფეროში დასაქმებულებს და გასართობი ცენტრების თანამშრომლებს.

დღის ამბები