არეულობა გერმანიაში - ბერლინში ერთ-ერთ შენობაში თვითნებურად შესახლებულმა პირებმა სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, შენობაში სახანძრო უსაფრთხოების პირობები უნდა შემოწმებულიყო, თუმცა მოსახლეობამ პოლიციელებს შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა.
ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ინსპექტირებას მათი გამოსახლება მოჰყვებოდა. დაპირისპირების შედეგად დაშავდა 60 პოლიციელი.