26 სექტემბერი 2021,   01:18
ვრცლად
რა შეკითხვამ გააღიზიანა ჯო ბაიდენი პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე - პრეზიდენტის მძაფრი რეაქცია და ბოდიში

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი CNN-ის ჟურნალისტის მიერ დასმულმა შეკითხვამ გააღიზიანა.

ქეთლინ კოლინსმა აშშ-ს პრეზიდენტს ჰკითხა, თუ რატომ იყო დარწმუნებული, რომ ვლადიმერ პუტინი შეხვედრის შემდეგ ქცევას შეცვლიდა, რაზეც ჯო ბაიდენს მძაფრი რეაქცია ჰქონდა და დაიწყო მტკიცება, რომ მას მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გაფრენამდე კი ჯო ბაიდენმა CNN-ის ჟურნალისტს ბოდიში მოუხდა და განმარტა, რომ უკანასკნელი პასუხისას ასე არ უნდა მოქცეულიყო.


დღის ამბები