24 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
ლატვიის საზოგადოებრივი ტელევიზია რუსულენოვან მაუწყებლობას წყვეტს

ლატვიის ტელევიზია რუსულენოვან მაუწყებლობას წყვეტს - ლატვიის საზოგადოებრივი ტელევიზია რუსულენოვან გადაცემებს ხურავს. ამის შესახებ ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

რუსულენოვანი გადაცემები ლატვიის საზოგადოებრივ ტელევიზიაში 30 წლის განმავლობაში გადიოდა.

"რუსულენოვანი მაუწყებლობის რეორგანიზაციასთან ერთად ტელევიზია მაყურებლების დიდ ნაწილს დაკარგავს. მათ შორის, იმ 30-40 ათას მაყურებელს, რომლებიც ყოველ საღამოს ტელევიზორში რუსულენოვან საინფორმაციო გამოშვებას უყურებს," - განაცხადა ტელევიზიის მთავარმა რედაქტორმა ეკატერინა საფრონოვამ.

გადაწყვეტილება ლატვიის ელექტრონული მედიის საბჭომ მიიღო.

დღის ამბები