25 აპრილი 2024,   05:22
ვრცლად
პოლონეთი კრემლს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

პოლონეთი კრემლს ფართომასშტაბიანი კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს. ვიცე-პრემიერის, იაროსლავ კაჩინსკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად პოლონელი პოლიტიკოსები დაზარალდნენ.

ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ჰაკერული თავდასხმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან განხორციელდა, რომლის მიზანსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია წარმოადგენდა. უცნობია რა პერიოდში განხორციელდა კიბერშეტევა. მომხდარზე მტკიცებულებების შეგროვება ჯერ კიდევ გრძელდება.

დღის ამბები