19 აპრილი 2024,   22:42
ვრცლად
ამერიკელი სტუდენტი ქალი რუსეთში მოკლული იპოვეს - კეტრინ სიროუ საზღვაო ქვეითების ყოფილი სნაიპერი იყო

ნიჟნი ნოვგოროდში დაკარგული  ამერიკელი ქალი კეტრინ სიროუ გარდაცვლილი იპოვეს. საგამოძიებო კომიტეტმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი უკვე დააკავა.

კეტრინ სიროუ 15 ივნისს დაიკარგა. მანამდე მან შეტყობინება მისწერა დედას, რომელშიც ამბობდა, რომ ავტომანქანაში უცნობებთან ერთად იმყოფებოდა და ამის შემდეგ მასთან კავშირი შეწყდა.

19 ივნისს კეტრინ სიროუ მკვდარი იპოვეს, მისი მკვლელობის ფაქტზე ეჭვმიტანილია ბორის რაიონში მცხოვრები 44 წლის კაცი, რომელიც არაერთხელ არის ნასამართლევი მძიმე და ძალიან მძიმე დანაშაულებისთვის.  ზოგიერთი რუსული გამოცემა წერს, რომ კეტრინ სიროუზე მკვლელობამდე სექსუალურად იძალადეს კიდეც.

კეტრინ სიროუ რუსეთში კალიფორნიიდან ჩავიდა, 2019 წლიდან ის ქალაქ ბორში ცხოვრობდა და ნიჟნი ნოვგოროდის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე მაგისტრატურაზე სწავლობდა.

რუსეთში წასვლამდე ის ამერიკაში საზღვაო ქვეითებში სნაიპერად მსახურობდა.

დღის ამბები