23 აპრილი 2024,   19:47
ვრცლად
სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება

დღეს სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. წინასწარი სოციოლოგიური კვლევებით, სომხეთის მოსახლეობის 24 % მხარს ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს უჭერს, 23.8% კი პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ პაშინიანს.

საერთო ჯამში კი 20 ივნისის არჩევნებში 25 პარტია და ბლოკი იღებს მონაწილეობას. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5-პროცენტიანი, ხოლო ბლოკებს 7-პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

არჩევნების დაწყების წინ, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა ქვეყნის პრეზიდენტმა, არმენ სარქისიანმა. მან არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და ბლოკებს თავშეკავებისკენ და გონივრული მოქმედებისკენ, ხოლო მათ მხარდამჭერებს მოთმინების გამოჩენისკენ მოუწოდა.

დღის ამბები