19 აპრილი 2024,   13:33
ვრცლად
აშშ-ში საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილე ველოსიპედისტებს სატვირთო ავტომობილმა გადაუარა - მძღოლი მიიმალა

არიზონას შტატში, საქველმოქმედო ღონისძიებაში მონაწილე ველოსიპედისტებს სატვირთო ავტომობილის მძღოლმა გადაუარა და მიიმალა.

დაშავებულია 6 მოქალაქე, მათგან 4-ის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. შტატის პოლიციის განცხადებით, ავტომობილის მძღოლი დააკავეს.

ის სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას დაიჭრა და მისი მდგომარეობა მძიმეა.

საქველმოქმედო ღონისძიების მონაწილე ველოსიპედისტები თანხას რელიგიური სკოლისთვის შესაწირად აგროვებდნენ. პოლიცია ინციდენტის მიზეზებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

დღის ამბები