20 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
სომხეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პრემიერობის კანდიდატზე თავდასხმის ფონზე - "კურიერი" მოვლენებს ადგილიდან აშუქებს

სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო ყუთების გახსნიდან 2 საათში, პრემიერ-მინისტრობის ერთ-ერთი კანდიდატის ავტომობილს ესროლეს. არმან ბაბაჯანიანი​სთვის ეს თავდასხმა პროვოკაციაა ოპონენტი ოპოზიციის და არა ხელისუფლების მხრიდან.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანაში ერთიანობის არარსებობის გამო წუხს. სერჟ სარქსიანი მომავალ პოლიტიკურ პროცესებზე პროგნოზს არ აკეთებს და არჩევნების შედეგებს ელოდება.

სომხეთში ქვეყნის მასშტაბით 2000-მდე საარჩევნო უბანია გახსნილი. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე საკუთარ ძალებს 21 პარტია და 4 ალიანსი ამოწმებს. წინასწარი სოციოლოგიური კვლევებით, სომხეთის მოსახლეობის 24% მხარს ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ ქოჩარიანს უჭერს; 23.8% კი პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს. ეროვნულ კრებაში მოსახვედრად პარტიებს 5%-იანი, ხოლო ბლოკებს - 7%-იანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

სომხეთში მიმდინარე არჩევნებს 749 ადგილობრივი და 135 უცხოელი ჟურნალისტი აშუქებს. მათ შორისაა "კურიერის" გადამღები ჯგუფი.

დღის ამბები