სად აიღებს კუთვნილ პენსიას - ამას, დიდი ალბათობით, პენსიონერი მალე თავად გადაწყვეტს. პენსიის შესახებ ოპოზიციის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას პარლამენტი იწყებს. საკითხზე მსჯელობა დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე შედგება.
ინიციატივის მიზეზად ოპოზიციამ ის ფაქტი დაასახელა, რომ საქართველოში პენსიის გაცემის ექსკლუზიურ უფლება "ლიბერთი ბანკს" აქვს და უკონკურენტობის გამო ბანკი პენსიონერებს ყველაზე მაღალ საბანკო პროცენტს ახდევინებს.
კანონპროექტის ავტორები დარწმუნებული არიან, რომ თავისუფალი კონკურენციის პირობებში სესხის საპროცენტო განაკვეთი არსებულზე გაცილებით ნაკლები იქნებოდა.