17 აპრილი 2024,   01:44
ვრცლად
ჰარის შვილი პრინცი ვეღარასოდეს იქნება - ჩარლზი შვილიშვილს ტიტულს ართმევს

პრინცი ჩარლზი საკუთარი შვილიშვილისთვის ტიტულის ჩამორთმევას აპირებს. ამის შესახებ The Mirror-ი წერს.

ჩარლზი, რომელიც ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა შორის პირველ ადგილს იკავებს, გეგმავს საკვანძო იურიდიული დოკუმენტების შეცვლას, რომ პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ვაჟმა  არჩიმ პრინცის ტიტულის მოპოვება ვერ შეძლოს.  როგორც განმარტავენ, პრინცი ჩარლზი აპირებს შეზღუდოს ძირითადი სამეფო პირების რაოდენობა, რადგან სამეფო ოჯახის შენახვისთვის გადასახადელთა გადამხდელების ძალიან ბევრი ფული იხარჯება.

გამოცემა წერს, რომ ამგვარმა გადაწყვეტილებამ გააბრაზა ჰარი და მეგანი და მათსა და სამეფო ოჯახის დანარჩენს წევრებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გააუარესა.

ივნისის დასაწყისში ათი ათასობით ბრიტანელმა დედოფალ ელისაბედ II-ს შვილიშვილის -პრინცი ჰარისთვის ყველა ტიტულის ჩამორთმევა მოსთხოვა.  პეტიციის ინიციატორი არის ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე შექმნილი წიგნის ავტორი კოლინ კემპბელი.  მწერლის თქმით, სასექსის ჰერცოგი და მისი მეუღლ თავისი ქმედებებით ქვეყნის იმიჯს აზიანებენ.

2020 წლის პირველი აპრილიდან პრინცმა ჰარიმ და  მეგან მარკლმა შეწყვიტეს სამეფო ოჯახის წევრების მოვალეობის შესრულება და საცხოვრებლად და სამუშაოდ აშშ-ში წავიდნენ.

დღის ამბები