26 ივლისი 2021,   06:18
ვრცლად
10 გარდაცვლილი, მათ შორის 9 ბავშვი - აშშ-ში მომხდარი ავარიის ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 თვის იყო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტოსაგზაო შემთხვევას 10 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი ემსხვერპლა. შტორმის შედეგად დაზარალებულ ალაბამაში, მაგისტრალზე, ერთმანეთს 18 ავტომობილი დაეჯახა.

ადგილზე დაიღუპა ერთ ავტომობილში მყოფი მამა და მისი 9 თვის შვილი. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპნენ მიტოვებულ და ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის კუთვნილ ავტობუსში მსხდომი 17 წლამდე გოგონებიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა, სავარაუდოდ, მანქანების სველ გზაზე მოცურებამ გამოიწვია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები