მოსკოვში საფრთხის "ნარინჯისფერი დონეა" გამოცხადებული, რომელიც სამშაბათს, 22 ივნისს 23:00 საათამდე იმოქმედებს. ამის შესახებ რუსეთის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრზე დაყრდნობით რუსული მედია იტყობინება. მიზეზი მოსკოვისთვის ანომალიური სიცხეა.
სინოპტიკოსები პროგნოზირებენ, რომ ანომალიური სიცხე მოსკოვის რეგიონში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ორშაბათს მოსკოვში +33-ს, სამშაბათს და პარასკევს +35-ს, ხოლო ოთხშაბათსა და შაბათს +34 გრადუსს ელოდებიან.
მეტეოროლოგიური დაკვირვების მთელ ისტორიაში ეს მაჩვენებლები მოსკოვისთვის აბსოლუტურ მაქსიმუმს უახლოვდება.
ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის მოსკოვის რეგიონის მოსახლეობას ურჩევს, დაიცვან მზისგან კანი და თვალები, ასევე მოერიდონ შუადღისას მზის პირდაპირ სხივებს.
წინა დღეს მოსკოვში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ 31 გრადუსს მიაღწია. ამ მაჩვენებელს 1956 წლის 20 ივნისს დაფიქსირებულ რეკორდამდე 0.1 გრადუსი დააკლდა.
"ნარინჯისფერი" დონე ნიშნავს, რომ ამინდი საშიშია, არსებობს ბუნებრივი კატასტროფებისა და დაზიანების შესაძლებლობა.