აშშ-ში, აიოვას შტატის ქალაქ დე მოინში მცხოვრებმა ოჯახმა ლატარიაში მოგებული დიდი თანხმა მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ ბილეთი გვიან შეამოწმა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
2019 წლის 26 მაისს კლარა ჰენეუელტმა ლატარიის ბილეთი იყიდა, რომელიც დროთა განმავლობში მიავიწყდა. 2021 წლის თებერვალში კლარას ქმარმა ბრედლიმ ავტომობილში მივიწყებული ბილეთი იპოვა ად ამისი შემოწმება გადაწყვიტა, როგორც აღმოჩნდა ბილეთს 100 ათასი დოლარი ჰქონდა მოგებული.
8 თებერვალს ჰენეუელტების ოჯახმა მოგებულ თანხის მისაღებად ლატარიის კომპანიას მიმართა, თუმცა აღმოჩნდა რომ მოგების მიღების ვადა 2020 წლის 30 ნოემბერს იყო ამოწურული.
კლარამ ლატარეის ორგანიზატორებს სთხოვა მისთვის გამონაკლისი დაეშვათ, რადგან გასულ წელს ის COVID-19-ით იყო ავად, თუმცა კომპანიამ გამონაკლისი არ დაუშვა.
მიუხედავად ყველაფრისა, კლარას სჯერა რომ კვლავ გაუმართლებს და განაგრძობს ყოველ კვირას ლატარიის ბილეთების ყიდვას.