20 აპრილი 2024,   02:50
ვრცლად
კემბრიჯის უნივერსიტეტის 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველომ 58-დან 56-ე ადგილზე გადაინაცვლა

კემბრიჯის უნივერსიტეტის 2021 წლის მდგრადი განვითარების რეიტინგში საქართველომ 58-დან 56-ე ადგილზე გადაინაცვლა.

ანგარიში საქართველოს ჩათვლით მსოფლიოს 205 ქვეყნის შეფასებას აერთიანებს.

კვლევა თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს მოიცავს - მათ შორის სიღარიბის, განათლების, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა აცხადებს, რომ საქართველო ორი ადგილით დაწინაურდა და ეს მხოლოდ დასაწყისია.

"საქართველო დაწინაურდა ორი ადგილით და მიაღწია უფრო დიდ წარმატებას, როგორიც არის მართლმსაჯულების ინდექსი რომელიც აღწერს მართლმსაჯულებაზე წვდომას. ამ საკითხში ქვეყანა ევროპის 20-ეულში შევიდა. 

საქართველო ეკონომიკის კიდევ უფრო დიდ გამოცოცხლებას უნდა ელოდოს,"- აღნიშნა მიხეილ დუნდუამ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე აცხადებს, რომ ქვეყანამ მდგრადი განვითარების 12 მიზნიდან 10 მიმართულებით მდგომარეობა გაიუმჯობესა. 

დღის ამბები