25 აპრილი 2024,   13:08
ვრცლად
ახალი სანქციები ბელარუსს - რას მოითხოვს ქვეყნის მოსახლეობა 

შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და კანადა ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებენ.

ერთობლივ განცხადებაში, ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ადამიანთა უფლებების შელახვაზე და ოფიციალურ მინსკს მოუწოდებენ, ითანამშრომლოს "რაინეარის" თვითმფრინავის იძულებით დასმის ფაქტის საერთაშორისო გამოძიებასთან, ასევე გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები.

ევროკავშირის სანქციები საერთო ჯამში 166 პირს, მათ შორის თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრებს, კანონმდებლებს, მოსამართლეებს და 15 კომპანიას შეეხება, შეზღუდვები ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე აკრძალვასა და ფინანსური აქტივების გაყინვას გულისხმობს. შეერთებულმა შტატებმა კი სანქცირებულთა სიას კიდევ 16 პირი და 5 კომპანია დაამატა.

სვეტლანა ტიხანოვსკაიამ აღნიშნა, რომ სანქციები მიბმულია ძირითადად ბელარუსი ხალხის სამ ძირითად მოთხოვნასთან. 

"მოვითხოვე მეტი დახმარება სამოქალაქო დახმარებისთვის, ბელარუსში ყველაფერი მოშლილია, მედია, ექიმებს ძალიან უჭირთ, ჩვენ 500 პოლიტპატიმარი გვყავს, რომლებსაც ჩვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ. მოვუწოდებ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, არ აყვნენ ლუკაშენკოს, რადგან მან შესაძლოა პოლიტპატიმრებით ვაჭრობა დაიწყოს. მოგიწოდებთ არ დაუშვათ შეცდომა. სანქციები გარკვეილ მოთხოვნებზეა დაფუძნებული. ეს მოთხოვნებია: უნდა გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი, რეჟიმმა უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საზოგადოებასთან და ახალი არჩევნები,"- აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია.



 

დღის ამბები