18 აპრილი 2024,   14:51
ვრცლად
შესაძლოა პური გაძვირდეს - პირველი ივლისიდან სახელმწიფო ფქვილს აღარ დაასუბსიდირებს

პირველი ივლისიდან სახელმწიფო პურის ფქვილს აღარ დაასუბსიდირებს. გადაწყვეტილება სოფლის მეურნეობის სამინისტროს გამართულ შეხვედრაზე მიიღეს.

პურის მწარმოებლები აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის ფასები როგორც ხორბლის, ისე პურის ფქვილზე შემცირებულია, თუმცა ამის მიუხედავად შესაძლებელია ქარხნულ პურზე ფასი მაინც გაიზარდოს.

პურის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ კომპანიები თავად განსაზღვრავენ პროდუქტის ფასი გაზარდონ, წონა შეცვალონ, თუ ფასის შენარჩუნება სხვა ხარჯების დაზოგვით მოახდინონ.

დღის ამბები