25 აპრილი 2024,   11:30
ვრცლად
ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებენ - აშშ, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და კანადა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ბელარუსს ახალ სანქციებს უწესებენ. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, დიდი ბრიტანეთი და კანადა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ლუკაშენკოს რეჟიმის ქმედებებზე შეშფოთებას გამოთქვამენ. ისინი მოუწოდებენ ოფიციალურ მინსკს, ითანამშრომლოს "რაინ ეარის" თვითმფრინავის იძულებითი დასმის ფაქტის საერთაშორისო გამოძიებასთან, ასევე, გაათავისუფლოს პოლიტპატიმრები.

საერთო ჯამში, სანქციები 200-მდე პირს შეეხო, მათ შორის თავდაცვისა და ტრანსპორტის მინისტრებს, კანონმდებლებს, მოსამართლეებს. შეზღუდვები ევროკავშირის ქვეყნებში შესვლაზე აკრძალვასა და ფინანსური აქტივების გაყინვას გულისხმობს.

დღის ამბები