26 ივლისი 2021,   16:17
ვრცლად
"ომარმა მომკლა..." - მდიდარი ქვრივის მკვლელობის საქმე, რომელზეც ფილმიც გადაიღეს, 30 წლის შემდეგ გადაიხედება

1991 წლის 24 ივნისს სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, ქალაქ მუჟენში მდიდარი ქვრივის, გისლეინ მარშალის ცხედარი მისივე ვილის სარდაფში იპოვეს. ეჭვმიტანილად მარშალის მებაღე, მაროკოელი ომარ რადდადი გამოცხადდა.

იყო თუ არა ნამდვილად მკვლელი მაროკოელი მებაღე - ფრანგული მედია წერს, რომ  ომარ რადდადის საქმე 30 წლის შემდეგ გადაიხედება.  

შესაბამის შუამდგომლობის წარდგენას მაროკოელის დაცვის მხარე აპირებს. ბოლო ექსპერტიზის თანახმად, თითის ანაბეჭდები, რომლებიც 30 წლის წინ მკვლელობის ადგილზე იპოვეს მებაღეს არ ეკუთვნოდა, რომელსაც ამის გამო 18 წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

მაშინ განაჩენის გამოტანისას სასამართლოს გადაწყვეტილება პირველ რიგში დაეყრდნო იმას, რომ სარდაფის 2 კარზე, სადაც ცხედარი იყო აღმოჩენილი, მისივე სისხლით დაწერილი იყო Omar m"a tuer" და "Omar m"a t" ("ომარმა მე მოკვლა" - ფრანგულად შეცდომით). 2015 წლის ნოემბერში ექსპერტებმა ანაბეჭდები აიღეს ამ კარებიდან და ჭერის დეტალებიდან და აღმოჩნა, რომ ის 4 სხვადასხვა მამაკაცს ეკუთვნოდა, მაგრამ არა რადდადს. უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო ოცდაათამდე დნმ-ის ნიმუშის მოგროვება, მათ შორის იმ სისხლიდან, რომლითაც წარწერა იყო შესრულებული, არცერთი მათგანი ქალის რომელიმე ნათესავზე არ მიუთითებდა - ასეთი იყო გამოძიების ვერსია.

ადვოკატ სილვი ნოაქსოვიჩის  თქმით, ეს პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ის მტკიცებულებები, რომლებიც თითქოსდა რადდადის დანაშაულზე მიუთითებდნენ ნამდვილი მკვლელის მიერ იყო შექმნილი.

"საქმის გადახედვაზე ბოლო უარის შემდეგ, ახლა დარწმუნებულები ვართ, რომ ახალი ელემენტების წყალობით, რადდადის უდანაშაულობასთან დაკავშირებით სიმართლე გაიმარჯვებს," - აცხადებს ადვოკატი

ამ ინფორმაციამ განაპირობა ნიცის პროკურატურის მიერ გამოძიების ხელახლა გახსნა ექვსი წლის წინ. სასამართლო ექსპერტიზის დასკვნის შინაარსი კი საზოგადოებისთვის მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი.

 

ომარ რადდადს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა გასაჩივრების შესაძლებლობის გარეშე 1994 წელს მიუსაჯეს.  რადდადმა ციხეში 7 წელი გაატარა, რის შემდეგაც ის პრეზიდენტ ჟაკ შირაკის მიერ იქნა შეწყალებული, რაც არ ნიშნავს განაჩენის გაუქმებას ან მკვლელობაში მის უდანაშაულოდ გამოცხადებას, ამის მისაღწევად რადდადი ჯერ კიდევ იბრძვის.

 

ომარ რადდადის საქმეს ფართო საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა, 2011 წელს რეჟისორმა როშდი ზემმა მასზე ფილმიც გადაიღო.

 

 

დღის ამბები