19 აპრილი 2024,   13:17
ვრცლად
კურიერის ექსკლუზივი: "გახარია და სააკაშვილი ვაშინგტონში ერთმანეთს შეხვდნენ"

"კურიერის" ინფორმაციით, გიორგი გახარიასა და მიხეილ სააკაშვილს შორის შეერთებულ შტატებში კონსპირაციული შეხვედრა შედგა.

"რუსთავი 2-მა" გაარკვია, რომ შეერთებულ შტატებში "ნაციონალური მოძრაობისა" და პარტიის "საქართველოსთვის" დელეგაციები ერთ სასტუმროში იმყოფებოდნენ.

შედგა თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა გიორგი გახარიასა და ნიკა მელიას შორის, უცნობია, თუმცა იმას, რომ ყოფილი პრემიერი იმავე სასტუმროში იმყოფებოდა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე - ადასტურებს, ასევე, ვაშინგტონში მყოფი თინათინ ბოკუჩავა. თუმცა იმასაც ამბობს, რომ სასტუმროდან გიორგი გახარია "გაიქცა". 

სასტუმროს ტერიტორია გიორგი გახარიამ უკვე დატოვა, თუმცა "კურიერმა" მისი დაცვის წარმომადგენელი კვლავ სასტუმროში დააფიქსირა.

ასევე, ამავე სასტუმროში - The Mayflower Hotel-ში ჩავიდა მიხეილ სააკაშვილიც, თუმცა მან "რუსთავი 2-თან" კომენტარი არ გააკეთა. 

დღის ამბები