20 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
აშშ-ში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა - დაშავებულია 5 ადამიანი

ამერიკის შეერთებულ შტატებში საფეხმავლო ხიდი ჩაინგრა. შემთხვევა ვაშინგტონში მოხდა.

კონსტრუქციის ნაწილი მაგისტრალზე მოძრავ მსუბუქ ავტომობილებს დაეცა, რის შედეგადაც დაშავდა 5 ადამიანი. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ხიდის ჩამონგრევის მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს.

დღის ამბები