24 აპრილი 2024,   13:13
ვრცლად
მაიამიში მაღალსართულიანი შენობა ჩამოინგრა

მაიამიში მრავალსართულიანი შენობა ჩამოინგრა. CNN-ის ინფორმაციით, შემთხვევა კოლინს ავენიუსა და 88-ე ქუჩის კვეთაზე მოხდა.

ადგილზე 80-მდე სამაშველო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანაა მობილიზებული, მათ შორის ტექნიკური ჯგუფი და მუნიციპალური სახანძრო დეპარტამენტის დანაყოფი.

ამ დროისთვის, მსხვერპლთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. 

 

დღის ამბები