25 აპრილი 2024,   16:42
ვრცლად
პანდემიის მართვა, მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, ოკუპაცია, გელათი - რა კითხვებს უნდა ელოდოს დღეს პრემიერი დეპუტატებისგან

დღეს პარლამენტში პრემიერ მინისტრს ელოდებიან. ირაკლი ღარიბაშვილმა კანონმდებლებს შემაჯამებელი ანგარიში უნდა წარუდგინოს. ოპოზიცია მწვავე კითხვების დასასმელად ემზადება.

"კითხვები იქნება მწვავე, კონკრეტული და შეეხება იმას, რაც დღეს ხდება ქვეყანაში. ვინ აგებს პასუხს იმაზე, რომ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები ყოველდღიურად ღარიბდებიან. შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა, რომელიც უფრო და უფრო ანგრევს ქვეყნის ხვალინდელ დღეს და იმედს უკარგავს მოქალაქეებს, რომ დარჩნენ საქართველოში და არ ეძებოს სამსახური ქვეყნის ფარგლებს გარეთ,"- განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბოტკოველმა. 

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ისინი კითხვებს გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებითაც დასვამენ. 

"იქნება კითხვები პანდემიის მართვასთან დაკავშირებით, ასევე, გელათის სამონასტრო კომპლექსთან მიმართებაში, რომელიც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და აქამდე საზოგადოებასთან გამჭვირვალე კომუნიკაცია სახელმწიფოს მხრიდან, თუ რა კეთდება გელათის გადასარჩენად, არ არსებობს,"- აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 

​"ქართულ ოცნებაში" მთავრობის მეთაურის მუშაობას დადებითად აფასებენ, თუმცა არსებულ გამოწვევებზე კითხვების დასმას აპირებენ. 

"პირველ რიგში, გამოწვევა არის პანდემია და ჯანდაცვის პრობლემები და ამაზე გავამახვილებთ ყურადღებას;  შემდეგი რანგის გამოწვევა პოსტპანდემიური ეკონომიკა და ეკონომიკური პრობლემებია, რომელზეც აუცილებლად გვექნება მსჯელობა. ასევე, საოკუპაციო ხაზს მიღმა არსებული მდგომარეობა, ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უკანონო რეჟიმის ტყვეობაში არიან,"- აცხადებს ბექა დავითულიანი. 

დღის ამბები