24 აპრილი 2024,   03:09
ვრცლად
ნგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა - 159 ადამიანს მაიამიში მაშველები ამ დრომდე ეძებენ

მაიამიში შენობის ჩამონგრევას 4 ადამიანი ემსხვერპლა. BBC-ს ინფორმაციით, ეძებენ 159 ადამიანს - მაშველები მათ გამოყვანას 12 სართულიანი შენობის ნანგრევებიდან ცდილობენ. 

რამ გამოიწვია 40 წლის წინ აშენებული შენობის ნგრევა, ჯერჯერობით, უცნობია, ამ თემაზე ექსპერტები მუშაობენ.

ჯერჯერობით, არც ის არის ცნობილი, თუ რამდენი პირი იმყოფებოდა შენობაში ინციდენტის დროს. საბედნიეროდ,  მოსახლეთა უმეტესობის ევაკუაცია მოხერხდა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ ფლორიდაში დამატებითი დახმარება გაიგზავნა.

მთელი ღამის განმავლობაში ასობით მაშველი გაწვრთნილი ძაღლების საშუალებით ცდილობდა ნანგრევებში ადამიანები ეპოვათ. ისინი მიწისქვეშა პარკინგიდან გვირაბებს თხრიდნენ შენობის ქვეშ, რომ მსხვერპლებთან მიახლოების საშუალება ჰქონოდათ.

ნგრევა, დაახლოებით, ღამის 1 საათზე მოხდა - ამ დროს ადამიანების უმეტესობას უკვე ეძინა. 

 

ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები