19 აპრილი 2024,   14:31
ვრცლად
ნანგრევებში მეხანძრემ 7 წლის შვილის ცხედარი იპოვა - მაიამიში გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა

მაიამიში ჩამონგრეულ სახლში სამძებრო სამუშაოს დროს მეხანძრემ საკუთარი 7 წლის გოგონას ცხედარი იპოვა. თვითმხილველების თქმით, გარდაცვლილი ბავშვი მამამ ნანგრევებიდან გაიყვანა, ცხედარს საკუთარი პიჯაკი და ამერიკის დროშა გადააფარა. 

ადგილზე იმყოფებოდნენ მამაკაცის ძმა და სხვა მაშველებიც. 

მაიამის სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა ყველას მოუწოდა, ოჯახს გლოვის საშუალება მისცენ და მომხდართან დაკავშირებით გოგონას ახლობლებს სამძიმარი გამოუცხადა.  

ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, კიდევ 128 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. 

მაიამიში 12-სართულიანი საცხოვრებელი სახლი 24 ივნისს ჩამოინგრა, სამძებრო ღონისძიებები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

დღის ამბები