20 აპრილი 2024,   13:38
ვრცლად
ხანძარს კვიპროსზე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხანძარს კვიპროსზე ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კვიპროსის 10 რაიონში ხანძარმა უკვე 50 კვადრატული კილომეტრი ფართობი დააზარალა.

სატყეო სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ტროოდოსის მთის მასივზე გაჩენილი ხანძარი ყველაზე ძლიერია კვიპროსის ისტორიის განმავლობაში.

ხანძრის ჩაქრობაში დახმარების აღმოსაჩენად, ევროკომისიის გადაწყვეტილებით, საბერძნეთიდან და იტალიიდან კვიპროსის მიმართულებით სახანძრო თვითმფრინავები გაფრინდნენ. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

დღის ამბები