19 აპრილი 2024,   20:52
ვრცლად
ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს - ნათია თურნავამ დაჭრილი პოლონელი ტურისტი მოინახულა

პოლონეთის მოქალაქე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაჭრეს, ეკონიმიკის მინისტრმა მოინახულა. ნათია თურნავას თქმით, მომხდარის გამო წუხს და ნებისმიერი მსგავსი ძალადობის ფაქტი აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს.

მისივე განცხადებით, პოლონელ ტურისტთან დაკავშირებული ინციდენტი არის ერთეული სამწუხარო შემთხვევა და არ ასახავს ქვეყანაში ტურისტების მიმართ არსებულ დამოკიდებულებას. 

"მინდა ვთქვა, რომ არ დავუშვებთ ჩვენი ქვეყნის ტურისტული იმიჯის დაზიანებას. ასევე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ნებისმიერი ტურისტი დაცულია და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანა ტურისტებისთვის.

ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, რათა პანდემიის შემდეგ დროულად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია, გაუმჯობესდეს ტურისტული გარემო და ინფრასტრუქტურა. პოლიცია მოწოდების სიმაღლეზეა და ნებისმიერი ტურისტი უსაფრთხოდ გრძნობს და იგრძნობს თავს საქართველოში, სადაც მათი უსაფრთხოება დაცულია. თუმცა, ამავდროულად, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ნებისმიერი ასეთი ფაქტი დამაზიანებელია ჩვენი იმიჯისთვის, ვინაიდან ტურიზმი არის სენსიტიური ინდუსტრია და სწრაფად რეაგირებს ასეთ შემთხვევებზე.

მინდა ყველა დავარწმუნო, რომ საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი, უსაფრთხო, მშვიდობიანი ადგილი ტურისტებისთვის და კვლავაც ველოდებით უამრავ ტურისტს ჩვენთან, რომელთაც უსაფრთხო გარემოში, ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სტუმართმოყვარეობით ვუმასპინძლებთ საქართველოს ნებისმიერ რეიონში," - განაცხადა ნათია თურნავამ.

დღის ამბები