16 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
ხანძარს ბანგლადეშში 52-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ბანგლადეშში ხანძრის შედეგად 52-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა საკვების მწარმოებელ ქარხანაში მოხდა. თანამშრომელთა ნაწილი შენობიდან გადმოხტომის დროს დაშავდა. უცნობია, თუ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა სულ შენობაში.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ქიმიკატებსა და პლასტმასის ნაწარმს გაუჩნდა. პოლიცია აცხადებს, რომ შესაძლოა, შენობაში ადამიანები ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ.

ადგილზე სამაშველო ოპერაცია კვლავ გრძელდება.

დღის ამბები