ლიეტუვამ ბელარუსის საზღვარზე მავთულხლართების გავლება დაიწყო. მიზეზი ბელარუსიდან ლიეტუვისკენ მიმავალი არალეგალი მიგრანტების დიდი ტალღაა.
ამ დრომდე უკვე 1 000-ზე მეტი მიგრანტია დაკავებული. მათ შორის ძირითადად შუა აღმოსავლეთიდან და აფრიკის ქვეყნებიდან ჩასული ადამიანები არიან.
ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთის მიერ ბელარუსისთვის დაწესებული სანქციების გამო, მიგრანტებს აღარ შეაჩერებს.
ლიეტუვამ ეროვნული მასშტაბით საგანგებო რეჟიმი გამოაცხადა.