16 აპრილი 2024,   15:05
ვრცლად
ინდოელი ქალები "გასაყიდად" - თაღლითური აპლიკაცია, სადაც მუსლიმი ქალების ფოტოები მათ "გასაყიდად" დადეს

ათეულობით ინდოელმა მუსლიმმა ქალმა რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა, რომ ისინი ონლაინ პლატფორმაზე "გასაყიდად" იყვნენ გატანილნი.

ჰანა ხანი ერთ-ერთია, რომელიც "გასაყიდი" ქალების სიაში ვებსაიტსა და აპლიკაციაში მოხვდა. იგი აღნიშნულ თემაზე BBC-ს ესაუბრა.

"Sulli Deals" - აპლიკაციის და ვებსაიტის სახელია, რომელიც საჯაროდაა ხელმისაწვდომი და მომხმარებელს შეუძლია იხილოს ადამიანთა პერსონალური და პირადი მონაცემები, ფოტოები და სხვა.

აპლიკაციის მთავარ გვერდზე უცნობი ქალების ფოტოებმა ინდური თაღლითების მსხვერპლი ჰანა ხანი დააეჭვა, ასევე დააეჭვა წარწერამ - "დღის შეთავაზება". ხოლო შემდეგ გვერდებზე ინდოელმა ქალმა  თავისი მეგობრებისა და თავისი თავის ფოტოებიც ნახა.

"დაახლოებით 83 ქალის ფოტოები და სახელები ვნახე. სურათები ჩემი Twitter-ის ანგარიშიდან იყო აღებული. აპლიკაცია 20 დღის წინაა შექმნილი, ამის შესახებ კი მხოლოდ ახლა გავიგეთ," - ამბობს დაზარალებული BBC-სთან ინტერვიუში.

აპლიკაცია და ვებსაიტი თავიდან ბოლომდე თაღლითური სქემითაა შექმნილი და მთავარი მიზანი ადამიანების, ამ შემთხვევაში კი ქალების დამცირება იყო.

ჰანა ხანი ამბობს, რომ ის და მისი მეგობრები თავიანთი რელიგიის გამო იყვნენ არჩეულნი.

ფაქტზე ადგილობრივმა სამართალდამცველებზე საქმზე აღძრეს, მსხვერპლმა ქალებმა საერჩელი შეიტანეს და გამოძიებაც დაწყებულია. 

 

 ავტორი: ბაჩი ტყემალაძე

დღის ამბები