19 აპრილი 2024,   23:41
ვრცლად
მამაკაცმა ცოლს შურისძიების გამო კატა სარეცხ მანქანაში დაუხრჩო და შემდეგ ციხესიმაგრეში დაიმალა - საზარელი შემთხვევა ბაგრატიონოვსკში

რუსეთში, კალინინგრადის ოლქის ქალაქ ბაგრატიონოვსკში მამაკაცმა ცოლზე შურისძიების მიზნით, მისი კატა სასტიკი მეთოდებით მოკლა. ამის შესახებ ადგილობრივ სამართალდამცველებზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.

მამაკაცმა ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლზე შურისძიება გადაწყვიტა და მათ საერთო სახლში მყოფი კატა სარეცხ მანქანაში მოათავსა, შემდეგ კი მანქანა ჩართო. შედეგად ცხოველი დაიხრჩო. თავის ქმედებებს მამაკაცი ვიდეოზე იწერდა, რომელიც შემდეგ ცოლს გაუგზავნა. დაკავებამდე მამაკაცი 5 დღე პროისიშ-აილაუს ციხესიმაგრეში იმალებოდა.

ცხოველის მკვლელობის გამო მამაკაცს, რომელიც ადრე ადამიანის მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი, 3 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები