24 აპრილი 2024,   11:58
ვრცლად
დატბორილი გერმანია, ბელგია, ნიდერლანდები, შვეიცარია, საფრანგეთი - დასავლეთ ევროპა მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის  

დასავლეთ ევროპა მასშტაბურ წყალდიდობას ებრძვის. სტიქიასთან გამკლავება უწევს გერმანიას, ბელგიას, ნიდერლანდებს, შვეიცარიასა და საფრანგეთს.

უხვმა ნალექმა განსაკუთრებული ზიანი გერმანიას მიაყენა, სადაც სტიქიას 42 ადამიანი ემსხვერპლა. 6 ადამიანი დაიღუპა ბელგიაში. ამ დრომდე ათასობით მოქალაქე ელექტრო ენერგიის გარეშეა დარჩენილი. 

ქვეყნის დასავლეთ ნაწილში სტიქია უხვ ნალექს მოჰყვა, რამაც მდინარეების ადიდება გამოიწვია. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ვერტმფრენები და ასობით სამხედროა მობილიზებული. გერმანელებს მსგავსი მასშტაბის წყალდიდობა თითქმის 200 წელია არ ახსოვთ.

უამინდობის გამო დაიხურა სკოლები, ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 200 000 ოჯახი, ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში თითქმის პარალიზებულია სატრანსპორტო მოძრაობა. 

უხვი ნალექის გამო დატბორვის რისკის ქვეშაა საფრანგეთიც. სტიქია მძვინვარებს შვეიცარიაშიც. ეკოლოგები მასშტაბურ სტიქიურ მოვლენებს კლიმატის ცვლილებას უკავშირებენ.

დღის ამბები