24 აპრილი 2024,   09:28
ვრცლად
ჩინეთში მაიმუნის ვირუსით ადამიანის გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა

პეკინელი ვეტერინარი მაიმუნის B ვირუსით (BV) გარდაიცვალა, ჩინური Global Times-ის ინფორმაციით, ეს აღნიშნული ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევაა. 

53 წლის ვეტერინარმა მარტში, ექსპერიმენტული კვლევის ფარგლებში, ორი გორილა გაკვეთა, დაახლოებით 1 თვის შემდეგ კი ვირუსის პირველი სიმპტომი - ღებინება გამოუვლინდა. 

ვეტერინარი რამდენიმე კლინიკაში მკურნალობდა, ის 27 მაისს გარდაიცვალა. აღნიშნული ვირუსის არც კლინიკური და არც ფატალური შემთხვევები მანამდე ჩინეთში არ აღრიცხულა. 

მკვლევარებმა აპრილში ვეტერინარის ცერებროსპინალური სითხის ანალიზით დაადგინეს, რომ ის BV დადებითი იყო, თუმცა ვირუსი არ აღმოაჩნდა მის არცერთ ახლო კონტაქტს.

დღის ამბები