25 აპრილი 2024,   11:08
ვრცლად
ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა თავდასხმის შედეგად შეერთებულ შტატებში

ორი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა თავდასხმის შედეგად შეერთებულ შტატებში. შემთხვევა კალიფორნიის შტატში მოხდა.

პოლიციამ 2 ეჭვმიტანილი დააკავა. თავდასხმის მოტივი, ჯერჯერობით, უცნობია.

სამართალდამცველები ორ ჯგუფს შორის დაპირისპირების ვერსიას განიხილავენ. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

დღის ამბები