23 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
ერთი ქალაქის ორი ფოტო - გერმანიის ნაწილი სტიქიამ გაანადგურა

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა წყალდიდობის შედეგად განადგურებული ქალაქები მოინახულა და განაცხადა, რომ ნანახისგან შოკირებულია. 

BBC-ს ინფორმაციით, გერმანიასა და ბელგიაში სტიქიამ, სულ მცირე, 188 ადამიანი იმსხვერპლა. რეგიონში ჯერ კიდევ ძლიერი წვიმაა.

მაშველებს ავსტრიიდან, ქალაქ ზალცბურგიდან მოსახლეობა სახლებიდან უსაფრთხო ადგილებზე გადაჰყავს - ქალაქის ქუჩებში მდინარეები მოდის. 

ევროპელი ლიდერები წყალდიდობის მიზეზად კლიმატის ცვლილებას ასახელებენ, სტიქიამ დააზარალა შვეიცარია, ლუქსემბურგი და ნიდერლანდებიც.

გერმანიაში წყალდიდობას, სულ მცირე, 157 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არის 4 მეხანძრე. 31 ადამიანი დაიღუპა ბელგიაში. 

BBC ავრცელებს ქალაქ ერფშტადტ-ბლესემის ერთი და იმავე ადგილის ორ ფოტოს, ერთი სტიქიამდე გადაღებული, მეორე კი - დატბორილი. სტიქიის შედეგი შემზარავია. 

დღის ამბები