ასობით დაღუპული ადამიანი, დანგრეული სახლები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა - ევროპისა და აზიის ქვეყნებში წყალდიდობისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან.
მაშველები 1000-ზე მეტ ადამიანს ეძებენ. გერმანია, ჰოლანდია, ბელგია და ლუქსემბურგი - ეს არის ის ოთხი ქვეყანა, რომელსაც წყალდიდობის შედეგად ყველაზე დიდი მსხვერპლი ჰყავს.
წყალდიდობამ უკვე მიაღწია შვეიცარიას, ავსტრიასა და ჩეხეთის ტერიტორიებს.
უხვი ნალექია აზიაშიც. სტიქიამ ინდოეთს შეუტია. 25 გარდაცვლილი და ასობით დაკარგული - მუმბაი წითელ ზონად გამოცხადდა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ქვეყანაში ვარაუდობენ რომ გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზრდება.
სპეციალისტები მასშტაბურ წყალდიდობას გლობალურ დათბობას უკავშირებენ.
ავტორები: თიკო ცერცვაძე, თამუნა ხონელიძე