საქართველოს ეკონომიკის შესახებ სავალუტო ფონდმა დასრულებული მისიის დასკვნა გაასაჯაროვა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინა საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა დახმარების ღონისძიებებით მოხერხდა კრიზისის გავლენის შემსუბუქება მოწყვლადი ოჯახებისა და ბიზნესებისთვის. პრესკონფერენციაზე ხაზი სტრუქტურული რეფორმების, მათ შირის სასამართლოს რეფორმის მნიშვნელობას გაესვა.