16 აპრილი 2024,   17:18
ვრცლად
დამანგრეველი სტიქია რომელმაც გერმანია და ბელგია სიკვდილის ზონად აქცია - ევროპა წყალდიდობას ებრძვის

190-ს გადააჭარბა წყალიდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა ევროპაში. მაშველები ამ დრომდე ეძებენ ასობით დაკარგულს. სტიქიას გერმანიაში 160, ბელგიაში კი 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. წყალდიდობამ დააზარალა ნიდერლანდები, საფრანგეთი და შვეიცარიაც.

დასავლეთ ევროპა უკვე რამდენიმე დღეა მასშტაბურ წყალდიდობებს ებრძვის. ბოლო მონაცემებით, სტიქიის შედეგად 200-მდე ადამიანია დაღუპული, 1300-ზე მეტი კი დაკარგულად ითვლება.

2 დღიანმა ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია ავსტრიაში. ქალაქ ჰალაინში ადიდდა მდინარეები და დაზიანდა ინფრასტრუქტურა. მაშველებთან ერთად სამძებრო და აღდგენით სამუშაოებში მონაწილეობას მოქალაქეებიც იღებენ.

სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა ბელგიაში. 163 დაკარგულის ძებნა ამ დრომდე მიმდინარეობს. დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი სახლები.

 

ავტორი: თამუნა ხონელიძე

დღის ამბები