არეულობა საბერძნეთში - ათენში მოსახლეობის ნაწილმა პანდემიის გამო დაწესებულ რეგულაცია გააპროტესტა, რაც სამედიცინო პერსონალისთვის სავალდებულო ვაქცინაციას ითვალისწინებს.
ათასობით დემონსტრანტის დასაშლელად სამართალდამცავებმა წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვისაც. საბერძნეთში ინფიცირების მაჩვენებელი ყოველდღიურად მატულობს. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსს საერთო ჯამში 13 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა.