18 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
პრინცი ჯორჯი 8 წლის გახდა - სამეფო ოჯახმა ახალი ფოტო გამოაქვეყნა

დღეს 22 ივლისს, ქეით მიდლტონისა და პრინცი უილიამის უფროს შვილს პრინც ჯორჯს 8 წელი შეუსრულდა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით კემბრიჯის ჰერცოგისა და ჰერცოგინიას ოფიციალურ ინსტაგრამზე პრინცი ჯორჯის ახალი ფოტო გამოქვეყნდა. ფოტოს ავტორი წინა წლების მსგავსად ქეით მიდლტონია.

ფოტოზე ჯორჯი Land Rover Defender-ის წინა ნაწილზე ზის, აღნიშნული ავტომობილი ჯორჯის დიდ პაპას - პრინც ფილიპს ეკუთვნის. ამ ფორმით ქეითმა და უილიამმა მისი ხსოვნისადმი პატივისცემა გამოხატეს. ფოტო ანმერ-ჰოლშია გადაღებული, რომელიც საოჯახო რეზიდენციას წარმოადგენს ნორფოლკში.

ბრიტანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრის ახალმა ფოტომ სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი გამოიწვია, ინსტაგრამ მომხმარებლები არა მარტო ულოცავენ ჯორჯს დაბადების დღეს, არამედ მის ახალ პორტრეტსაც განიხილავენ. როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ ჯორჯი ძალიან გაზრდილია და ძალიან ჰგავს როგორც მამას - პრინც უილიამს, ასევე ბებიას - პრინცესა დაიანას.

დღის ამბები