აფეთქებას ღაზის სექტორში 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა - დაშავდა 10 პირი
22-07-2021 15:44
1 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა აფეთქების შედეგად ღაზის სექტორში. შემთხვევა ერთ-ერთ სახლში მოხდა, შენობის დიდი ნაწილი განადგურდა, მიმდებარე შენობები კი დაზიანდა.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გახდა აფეთქების მიზეზი. მიმდინარეობს გამოძიება.