24 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
YouTube-მა ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები წაშალა

YouTube-მა ბრაზილიის პრეზიდენტის ვიდეოები წაშალა. კომპანიის განცხადებით, საქმე ისეთი კონტენტის მასალებს ეხება, სადაც ჟაირ ბოლ-სონარო კორონავირუსთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც YouTube-ის ადმინისტრაციაში ამბობენ ბრაზილიის პრეზიდენტი ვირუსთან საბრძოლველად ნიღბების ტარების წინააღმდეგ გამოდის და რამდენიმე ნივთიერებას კორონავირუსის სამკურნალო ან პროფილაქტიკის საშუალებად ასახელებს. ამავე მიზეზით გასულ წელს პრეზიდენტის ვიდეოები ტვიტერმა და ფეისბუქმაც წაშალეს.

დღის ამბები