პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა, დეპუტატებმა 85-ხმით მიიღეს.
2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებებით, მთლიანი შიდა პროდუქტი 3.4%-დან, 7.7%-მდე იზრდება. დეფიციტი მცირდება 7.6-დან 6.9%-მდე. 54.6%-მდე მცირდება სამთავრობო ვალიც.
კორექტირებული ბიუჯეტის მიხედვით, შემოსულობები მილიარდ 175 მილიონი ლარით იზრდება.