20 აპრილი 2024,   08:24
ვრცლად
დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახალი შეზღუდვები წესდება

მსოფლიოში კორონავირუსის დელტა შტამის სწრაფად გავრცელების გამო, სხვადასხვა ქვეყნებში ახალი შეზღუდვები წესდება.

იტალიაში, 12 წელს გადაცილებული პირებისთვის დახურულ საჯარო სივრცეებში, მათ შორის რესტორნებში, კინოთეატრებსა და სავარჯიშო დარბაზებში ვაქცინის სერტიფიკატის წარდგენა იქნება სავალდებულო.

"კოვიდ-19"-ის შემთხვევებმა ბოლო ორ კვირაში იმატა თურქეთში.

ამერიკის შეერთებული შტატები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კი ჩინეთს კორონავირუსის წარმოშობის შესახებ გამოძიების მეორე ეტაპის ჩატარებაზე უარის გამო აკრიტიკებენ. ჩინეთის ქმედებებს უპასუხისმგებლოს და სახიფათოს უწოდებენ თეთრ სახლში.

"კოვიდ-19"-ის წინააღმდეგ აცრები აქტიურად გრძელდება ევროკავშირის ქვეყნებში. ბოლო მონაცემებით, 200 მილიონი ევროპელი სრულად ვაქცინირებულია.

დღის ამბები