23 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
პუტინმა და ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი ტელეფონით საუბრისას განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. პუტინმა და ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ისაუბრეს.

ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერებმა ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

გარდა ამისა, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა რუსეთის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. ამავე კონტექსტში მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევასაც.

დღის ამბები