19 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა

დელტა შტამის გარდა ინდოეთი დამანგრეველ სტიქიას ებრძვის - ქვეყანაში ძლიერი წვიმის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ათასობით ადამიანი კი უსახლკაროდ დარჩა.

"ევრონიუსის" ცნობით, ქვეყნის დასავლეთ შტატებში წვიმებით გამოწვეულ წყალდიდობისა და მეწყერით გამოწვეულ შედეგებთან გასამკლავებლად ეროვნული ჯარი, საზღვაო ფლოტი, სანაპირო დაცვა და კატასტროფაზე რეაგირების ეროვნული ძალები სამაშველო ოპერაციებს ერთობლივად ატარებენ. 

ინდოეთის ხელისუფლების განცხადებით, 54 ადამიანი დაიღუპა მაჰარაშთრას შტატში მომხდარი მეწყერის გამო, ხოლო 57 ადამიანი წყალდიდობას ემსხვერპლა გონდიასა და ჩანდრაპურის რეგიონებში.

დღის ამბები