სერიალ Prison Break-ის ვარსკვლავის, უენტუორთ მილერის თქმით, დაახლოებით ერთი წლის წინ მას აუტიზმი დაუდგინდა. 49 წლის მსახიობის თქმით, ამის შესახებ თავადაც ეჭვობდა, თუმცა საბოლოოს ეს დიაგნოზმაც დაადასტურა. უენტუორთ მილერის თქმით, მას აუტიზმთან დაკავშირებით საკმარისი ცოდნა არ გააჩნია, ამიტომაც ამის შესახებ დეტალურ საუბარს თავს არიდებს.
"მხოლოდ მსურს, ხელი ავწიო და ვთქვა: მეც აქ ვარ. და დიდი ხანია, აქ ვარ, უბრალოდ ეს გაცნობიერებული არ მქონდა. ვიღებ, რომ აუტისტირი სპექტრის აშლილობა არის ჩემი პიროვნების ფუნდამენტი. წვლილი აქვს ყველაფერში, რისთვისაც მიმიღწევია," – წერს მსახიობი ინსტაგრამზე.
მსახიობს ინსტაგრამის პირად ინფორმაციაშიც უწერია autistic/neurodivergent (აუტისტური/ნეიროდივერენტული)