17 აპრილი 2024,   02:12
ვრცლად
სომალიში ააფეთქეს ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა - გარდაიცვალა 5 სპორტსმენი

სომალის ქალაქ კისმაიოში ააფეთქეს ავტობუსი, რომელსაც ფეხბურთელები გადაჰყავდა.

Reuters-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ხუთი სპორტსმენი გარდაიცვალა. 

არსებული მონაცემებით, დაშავებულია 12-ზე მეტი ადამიანი, ხოლო რამდენიმეს ამ დრომდე ეძებენ.

თავდამსხმელების ვინაობა ჯერ უცნობია, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ აფეთქება ისლამისტური დაჯგუფება "ალ-შაბააბის" მიერ იყოს მოწყობილი.

დღის ამბები